ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატურა  შერჩეული ჰყავს


დღეს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა მდივნები. ამ განცხადებას იგი ჩიკაგოში გამართულ სპეციალურ კონფერენციზე გააკეთებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ობამას სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატურად შერჩეული ჰყავს დემოკრატი ტომ ვილსაკი, აიოვას შტატის ყოფილი გუბერნატორი. იგი 2008 წლის საპრეზიდენტო წაინასაარჩევნო მარათონს დასაწყისშივე გამოეთიშა. ვილსაკი მხარს უჭერს ალტერნატიული ენერგორესურსებს განსაკუთრებით კი ეთანოლსა და სხვა ბიო საწვავს. მისი განცხადებით ალტერნატიული ენერგია საშუალებას მისცემს აშშ-ს არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ნავთობზე და ააღორძინებს ტრადიციულ საფლის მეურნეობის ინდუსტრიას. შინაგან საქმეთა მდივნის პოსტზე ახლადარჩEულ პრეზიდენტს შერჩეული ჰყავს კოლორადოს დემოკრატი სენატორი კენ სალაზარი. აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტი კურირებს ქვეყნის ნაციონალურ ტყე-პარკებს, ბუნებრივ რესურსებს სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე.


XS
SM
MD
LG