ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის მიერ პლუტონიუმის შექმნა შეჩერებულია


კრისტოფერ ჰილი აცხადებს, რომ ბუშის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიღწეულია პროგრესი ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში. ფხენიანის მიერ პლუტონიუმის შექმნა შეჩერებულია. ბოლო წლების მანძილზე, 2005 წელს განიარაღების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას არც ერთი გრამი პლუტონიუმი არ შეუქმნია. რომ არა აშშ-ს ძალისხმევა, ფხენიანი დღეს პლუტონიუმის საკმარის მარაგს შექმნიდა ატომური ბომბის შესაქმნელად. ჰილის განცხადებით, პროგრესი მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს თუ ფხენიანი დათანხმდება ბირთვული საწვავის მარაგის შემოწმებასა და დაადასტურებს ურანით გამდიდრების პროგრამის არარსებობას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაცია თავის მემკვიდრეს დაუტოვებს საკმაოდ კარგ საფუძველს მომავალი მოლაპარაკებებისთვის.წინა კვირას აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 5 ქვეყანა , რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს მართავდა, შეთანხმდნენ ფხენიანისთვის საწვავი ნავთობის შეწყვეტაზე, სანამ ეს უკანასკნელი არ დათანხმდება მიიღოს შემოწმების გეგმა.

XS
SM
MD
LG