ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინიკ სტრაუს კანმა მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა  საკუთარ  ქვეყნებში  ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყონ ხელი


ორშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ბევრ ქვეყანაში შესაძლოა მოსახლეობის უკამაყოფილებამ იმატოს , თუ ეს ქვეყნები გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესებაზე არ იზრუნებენ. დომინიკ სტრაუს კანმა მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა მასტიმულირებელი პაკეტის გაფართოების საშუალებით საკუთარ ქვეყნებში ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ესპანეთში გამართულ კონფერენციაზე, დომინიკ სტრაუს კანმა განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში ,თუ მთელი მსოფლიო ამ პრობლემას არ გაითავისებს და შესაბამის ქმედებებს არ განახორციელებს, სულ მალე მსოფლიო გლობალური რეცესიის წინაშე აღმოჩნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ჩინეთის მზარდი ეკონომიკაც ვერ გადაურჩება. სავალუტო ფონდის პროგნოზით, მზარდი ეკონომიკური ქვეყნების ეკონომიკა მომავალი წელს რვა პროცენტიდან ხუთამდე დაიწევს. დომინიკ სტრაუს-კანის განცხადებით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მასტიმულირებელი პაკეტი ბოლომდე ეფექტური მაინც არაა.

XS
SM
MD
LG