ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პოლიციამ ერთი თვის მანძილზე უკვე მეორე ჟურნალისტი დააკავა


ჩინეთის პოლიციამ ერთი თვის მანძილზე უკვე მეორე ჟურნალისტი დააკავა ,რომელიც შანჰაის პროვნიციაში კორუფციის ფაქტებს იკვლევდა. ჩინეთის მედიის განცხადებით,ჟურნალისტი 14დღის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა,ვიდრე ორშაბათს ჰებეის პროვინციის ქალაქ ჟანჯიაკუს პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტი გუან ჯიანი ქრთამის აღების გამო დააკავეს. ორშაბათს პეკინის გაზეთმა ’’ბეიჯინგ ნიუსმა “ გაავრცელა ფოტოები,სადაც ნათლად ჩანს,თუ 1 დეკემბერს როგორ გაჰყავს ძალით ხუთ უცნობ პირს ჟურნალისტი გუან ჯიანი შანშის პროვინციის ქალაქის სასტუმროდან და ძალდატანებით სვამს მანქანაში. ჟურნალისტი გუან ჯიანის ვაჟმა პრესას განუცხადა,რომ მამის დაპატიმრების შესახებ მან მას მერე შეიტყო ,რაც ორშაბათს ჰებეის პოლიციამ თხოვნით მიმართა მამისათვის მაღალი წნევისა და გულის სამკურნალო მედიკამენტები გადაეგზავნა.
ჟურნალისტი გუან ჯიანი ტაიუანში ერთი თვის წინ გაემგზავრა,სადაც იგი უძრავი ქონების სფეროში კორუფციის შემთხვევებს იძიებდა.

XS
SM
MD
LG