ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა განათლების მინისტრად   არნი დუნკანს დაასახელებს


დღეს კონფერენციაზე ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა განათლების მინისტრად არნი დუნკანს დაასახელებს.

არნი დუნკანი 2001 წლიდან ჩიკაგოს საშუალო სკოლების სისტემაში აღმასრულებელი დირექტორი იყო.ამავე დროს იგი ბარაკ ობამას უახლოესი მეგობარი და თანამოზიარეა. დუნკანი ცნობილია იმით,რომ იგი მასწავლებელთა პროფკავშირების თანადგომით დიდი ქალაქების პრობლემურ სკოლებში ძლიერი სასკოლო სტანდარტების დამკვიდრებისათვის იბრძოდა. ვარაუდობენ,რომ ბარაკ ობამა შინაგან საქმეთა მინისტრად კოლორადოს დემოკრატ სენატორს კენ სალაზარს დანიშნავს.სალაზარი 2004წლიდანაა სენატში. მანამდე იგი კოლორადოს გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი იყო, რის შემდეგაც 1998 წელს გენერალურ პროკურად დანიშნეს.

XS
SM
MD
LG