ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი თბილისს  ეწვია


თბილისში ერთდღიანი ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც 20- ი იანვრის შემდეგ ახალ ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, განაცხადა დემოკრატმა სენატორმა თბილისში ვიზიტის შემდეგ. ჯონ კერი მიესალმება საქართველოში დაწყებულ რეფორმებს, აცხადებს, რომ ” პროცესი არ უნდა შეწყდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ქვეყანაში უკვე დაწყებული პროგრესის გაგრძელებით”.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი სენატორ ჯონ კერის განცხადებების შესახებ საქართველოში დაწყებული პროგრესის თაობაზე ამბობს, რომ სტუმართ-მასპინძლობის კულტურა ასეთი რანგის პოლიტიკურ მოღვაწეს მუდამ გააჩნია, ხოლო ის ფაქტი, რომ განცხადებები სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს მასპინძელი მთავრობისთვის - აქსიომაა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მომავალი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი არ შედგება საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ხარჯზე.

XS
SM
MD
LG