ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა დღეს ორას ორმოცი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა


ისრაელმა დღეს ორას ორმოცი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. პატიმრების გათავისუფლება ჯერ კიდევ გასული კვირისთვის იყო დაგეგმილი. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ საერთო ჯამში ორას ორმოცდაათი პატიმრის გათავისუფლებას აპირებს, პალესტინელთა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის გულის მოსაგებად. ამნისტია მუსლიმთა დღესასწაულს ეიდ ალ ადჰას მოჰყვა. ისრაელი აცხადებს, რომ გათავისუფლების პროცესი იმის გამო გადადო, რომ ბატონი აბასი მოსალოცად მექაში იმყოფებოდა. თუმცა აბასთან დაახლოვებული პირები ამბობენ, რომ პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს პატიმართა გათავისუფლების გადადება არ მოუთხოვია. ყველა გათავისუფლებული ბატონი აბასის ფატას მოძრაობის წევრია. ცნობილია, რომ ისრაელის ციხეებში ათ ათასამდე პალესტინელი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გასულ აგვისტოს ისრაელმა ორასი პალესტინელი გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG