ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში ახლად დანიშნული პრემიერ მინისტრი გადადგა თანამდებობიდან


რუმინეთში პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახლად დანიშნული პრემიერ მინისტრი გადადგა თანამდებობიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ეს ნაბიჯი ფიცის დადების ცერემონიამდე გადადგა. ახლად დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა თეოდორ სტოლოიანმა დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ მისი კანდიდატურა 5 დღის წინ დაამტკიცა. სტოლოიანის დანიშვნა მან გადაწყვიტა იმ მოტივით, რომ პოლიტიკური ასპარეზი უფრო ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უნდა დაეთმოს.გადამდგარი პრემიერ მინისტრის პოსტზე რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი კანდიდატურა -ემილ ბლოკი ლიბერალ-დემოკლრატიული პარტიიდან წარადგინა. თავად თეოდორ სტოლოიანიც ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერთაგანია.ხოლო 1991-92 წელს რუმინეთის პრემიერ მინისტრი იყო.

კვირის განმავლობაში მემარჯვენე ლიბერალ- დემოკრატიული პარტიისა და მემარცხენე სოციალ- დემოკრატების წევრები შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე თეოდორ სტოლოიანის მეთაურობით.

30 ნოემბერს რუმინეთის არჩევნებში ორივე პარტიამ თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვა.

XS
SM
MD
LG