ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე შეიმჩნეოდა აქციების ფასების ზრდა


დღეს აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე შეიმჩნეოდა აქციების ფასების ზრდა.რასაც უკავშირებენ წინასწარ ვარაუდს, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გამოუყოფს კრედიტს კრიზისში მყოფ ამერიკის ავტოინდუსტრიას.

მსოფლიოს საფონდო ბირჟები რეაგირებენ აგრეთვე იმ ფაქტზეც, რომ ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად.

მაშინ, როდესაც ავტოინდუსტრიის გადარჩენის გეგმა წინა კვირას სენატში დაბლოკეს, დღეს ბუშმა კვლავ მხარდაჭერა გამოხატა იმ იდეის მიმართ, რომელიც გულისხმობს საფინანსო სექტორისთვის გამოყოფილი თანხიდან გაეწიოს დახმარება ამერიკის სამ მსხვილ ავტომანქანების წარმოების კომპანიებს.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით კრაისლერის, ფორდისა და ჯენერალ მოტორსის გაკოტრება ქვეყნის ეკონომიკისათვის სავალალო იქნება.აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასმა პარასკევს სენატის მიერ ავტოინდუსტრიის გადარჩენის გეგმის დაბლოკვის შემდეგ საგრძნობლად დაიწია,მაშინ როდესაც აშშ-ი პირიქით აიწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომენიკ სტრაუსს-ხანის განცხადებით, ქვეყნის ლიდერებმა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ და კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტიმულირება მოახდინონ.

XS
SM
MD
LG