ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ერაყს ესტუმრა


პრეზიდენტი ბუში მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ერთი თვით ადრე ერაყში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედოებს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტი დღეს შუადღეს ჩავიდა ბაღდადში, სადაც იგი ერაყის პრეზიდენტს ჯალალ ტალაბანის შეხვდება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბატონი ბუში ერაყის ლიდერებს და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება და ამერიკა-ერაყის უშიშროებისადმი მიძღვნილი ახალი ხელშეკრუკლების მიღებას იზეიმებს. ეს 2003 წელს კოალიციის ჯარების ერაყში შეჭრის შემდეგ ბუშის მეოთხე ვიზიტია ამ ქვეყანაში. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, რომელიც ერაყში გუშინ ჩავიდა, ბაღდადის ჩრდილოეთით დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს განუცხადა, რომ მათი მისია დასასრულს უახლოვდება და რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყის დასახლებულ პუნქტებს მომავალი წლის ივნისისთვის დატოვებენ.

XS
SM
MD
LG