ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


დღეს თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. თურქმენეთის მთავრობა ამ არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მათივე განცხადებით შუადღემდე არჩევნებზე 2 მილიონი ამომრჩეველი გამოცხადდა. კანდიდატთა უმრავლესობა პრეზიდენტის მომხრე დემოკრატიული პარტიის წევრია, ნაწილი კი თურქმენეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ჯგუფების წევრები. გაეროს წარმომადგენლის განცხადებით იგი აშშ-სა და ევროპის მსგავსად დამკვირვებლებს გააგზავნის თურქმენეთში.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდი მუხამედოვმა განაცხადა, რომ იგი რერფორმებს გაატარებს ქვეყანაში და უცხოური ინვესტიციებისთვის შექმნის სათანადო პირობებს.ადამიანის დაცვის ორგანიზაციების განცხადებით თურქმენეთი განაგრძობს დარღვევებს როგორც მედიის ისე რელიგიის თავისუფლების მხრივ.

XS
SM
MD
LG