ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერ მინისტრს  პაკისტანთან ნორმალური ურთიერთობები  სურს


ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰანგ სინგჰმა განაცხადა, რომ მას პაკისტანთან ნორმალური ურთიერთობები სურს. თუმცა აქვე დასძინა, რომ ეს შესახძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაკისტანის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე ინდოეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დაგეგემვას შეუშლის ხელს.ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება კვირას ქაშმირში მიმდინარე არჩევნების დროს გააკეთა. მუმბაის მოვლენების შემდეგ ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობები ძალზედ დაიძაბა.

ისლამაბადში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა აღუთქვა პაკისტანს 9 მილიონი დოლარის დახმარებას ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ და დემოკრატიის გასაღვივებლად.ინდოეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გორდონ ბრაუნი შეხვდა პაკისტანის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარის ისლამაბადში.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ბრიტანეთის პოლიციამ შეიძლება ნებართვა ითხოვოს ინდოეთის მთავრობისგან რათა დაკითხოს მუმბაის მოვლენების ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელი.

XS
SM
MD
LG