ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხედრო ძალები ივნისის შემდეგაც დარჩებიან ერაყის ქალაქებში


როგორც ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდალი აცხადებს ამერიკის სამხედრო ძალები ივნისის შემდეგაც დარჩებიან ერაყის ქალაქებში განლაგებულები, თუმცა დატოვებენ გარეუბნებს. შეგახსენებთ რომ ივნისის თვეში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ერაყში ყოფნის ვადა ეწურებათ.

გენერალმა რეიმონდ ოდიერნომ დღეს ჟურანლისტებს განუცხადა რომ შეიარაღებული ძალები დარჩებიან ერაყში ადგილობრივი უშიშროების ძალებისა გაწთვრნისა და კონსულტაციებისთვის, ამავე განცხადების თანახმად ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დატოვებს ამერიკის სამხედრო ძალები საბოოლოდ ერაყის ტერიტორიას.დღემდე უცნობია თუ როგორ შეხვდებიან გენერალი ოდიერნოს გეგმას ერაყელი კანონმდებლები. შეერთებული შტატებისა და ერაყის უშიშროების ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გასულ თვეს მოიწონა ერაყის პარლამენტმა, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ივნისში უნდა დატოვონ არა მარტო ერაყის გარეუბნები არამედ ქალაქებიც.შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი დღეს ერაყს ჩაფრინდა. ვიზიტისას ის შეიარარებული ძალების სარდლებთან განიხილავს სამხედრო ძალების ერაყიდან საბოლოო გაყვანის გეგმას.

XS
SM
MD
LG