ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ავღანეთის  პრეზიდენტთან  აწარმოებს მოლაპარაკებებს


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. გორდონ ბრაუნი ავღანეთს დღეს მოულოდნელად ჩაფრინდა. ქაბულში გამგზავრებამდე იგი ბრიტანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ავღანეთის სამხრეთ ნაწილში აფეთქების შედგად ოთხი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. სამინისტროს განცხადების თანახმად ნაღმის აფეთქების შედეგად სამი ბრიტანელი ჯარისკაცი პარასკევს ჰელმანიდიის პროვინციის სანგინის რეგიონში დაიღუპა. ხოლო მეოთხე ჯარისკაცი სანგინის სამხრეთში მომხდარ აფეთქებამ იმსხვერპლა. როგორც გორდონ ბრაუნმა განაცხადს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალები ავღანეთში თალიბებისა და ტერორისტების წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან.

XS
SM
MD
LG