ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ურთიერთ-თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე აზიის ქვეყნების ეკონომიკის ასაღორძინებლად ურთიერთ-თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დღეს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამართულ ერთობლივ კონფერენიციაზე იაპონიის პრემიერ მინისტრმა ტარო ასომ, ჩინეთის პრემიერმა ვენ ჯიაბაომ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნგ-ბაკიმ განაცხადეს რომ აზიის ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საკითხში.ლიდერები რეგიონალური ფონდის და აზიის განვითარების ბანკისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას მოითხოვენ. პარასკევს იაპონიის ოფიციალრმა პირებმა განაცხადეს რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტისთვის რომელიც ფინანსური ბაზრის სტაბილურობის გეგმისთვის არის შემუშავებული, იაპონია 225 მილიარდ დოლარს გამოყოფას გეგმავს .

XS
SM
MD
LG