ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერებმა  სამიტზე     დასახულ გეგმებზე საკუთარი მზადყოფნა გამოხატეს


ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ ,რომ ორასსამოცმილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმასა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები საბოლოოდ დადებითად გადაწყდება.

ხუთშაბათს, ბრიუსელის ორდღიანი სამიტის პირველ დღეს, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე დასახუ გეგმებზე საკუთარი მზადყოფნა გამოხატეს.სესიაზე ლიდერებმა გამონაკლისი შემთხვევა დაუშვეს ირლანდიასთან დაკავშირებით,რომლის საფუძველზეც ირლანდიელებს საშუალება ეძლევათ ლისაბონის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მეორე რეფერენდუმი ჩაატარონ იმის გამო,რომ წლის დასაწყისში მათ ამ ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირეს. ამ ხელშეკრულებით ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტის ის ვარიანტი შეიცვლება,რომელსაც 2005წელს საფრანგეთმა და დანიამ მხარი არ დაუჭირა.ხელშეკრულების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ოცდაშვიდწევრიანი ქვეყნების ბლოკი იმედოვნებს,რომ შეთანხმება კლიმატის ცვლილების გეგმასთან დაკავშირებით მიღწეული იქნება და ამის შემდეგ ისინი პოლონეთში ევროკავშირის გლობალური დათბობის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეხვდებიან ერთმანეთს. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდა ევროკავშირის მაგალითს მიბაძონ და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ყურადღება გაამხვილონ.შეგახსენებთ,რომ სამიტის გეგმით მიხედვით ევროკავშირ

XS
SM
MD
LG