ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაიში  ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო


დღეს მუმბაიში ათასობით ადამიანმა ტერაქტების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოაწყო.ამ მშვიდობიან დემონსტრაციაში ხელიხელჩაკიდებული ინდოელები სოლიდარობის და ერთობის ნიშნად გამოვიდნენ.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე დელიში ჩავიდა. ინდოელ პოლიტიკოსებს იგი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე დაელაპარაკება. გუშინ ბატონი ნეგროპონტე ისლამაბადში ჩავიდა, სადაც იგი პაკისტანის სამოქალაქო და სამხედრო სექტორის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. მუმბაის ტერაქტების შემდეგ, ინდოეთის სადაზვერვო სამსახურები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. ინდოეთის მთავრობა კი პაკისტანს ადანაშულებს ტერორისტული დაჯგუფებების მფარველობაში.

XS
SM
MD
LG