ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფოს მიერ ავტოსაწარმოებზე დახმარების გაცემის გეგმა   ჩავარდა

ამერიკის სენატში დემოკრატთა უმრავლესობამ და რესპუბლიკელთა უმცირესობამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და სახელმწიფოს მიერ ავტოსაწარმოებზე დახმარების გაცემის გეგმა ჩავარდა. ხუთშაბათს გვიან ღამით სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა ოფიცალურად გამოაცხადა, რომ შეთანხმება არ შედგა იმის გამო,რომ ამ საკითხის მიმართ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ჰარი რეიდმა ამ კანონის სენატში ჩავარდნას „ქვეყნისათვის უდიდესი დანაკარგი „უწოდა. რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებით, ზემოთხსენებული კანონი პროფკავშირების მხრიდან გაწეულმა წინააღმდეგობამ ჩააგდო,იმის გამო ,რომ ავტოსაწარმოთა პროფესიულმა კავშირებმა სახელფასო შემოსავლების შემცირებაზე უარი განაცხადეს. მას მერე,რაც ჰარი რეიდმა ეს განცხადება ოფიციალურად გააკეთა, სენატმა პროცედურული კენჭისყრის შედეგად-- ორმოცდათორმეტი ხმა ოცდათხუტმეტის წინააღმდეგ ---ეს საკითხი საბოლოოდ მოხსნა დღის წესრიგიდან. იმისათვის,რათა კანონი დამტკიცებულიყო სულ ცოტა კონგრესმენთა 60 ხმა იყო საჭირო.

ბუშის ადმინისტრაციის განცხადებით, კენჭისყრის შედეგებმა ძალზედ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, ეს კანონი ერთადერთი საშუალება იყო იმისათვის ,რათა ავტოკომპანიებს გაკოტრება თავიდან აერიდებინათ.

XS
SM
MD
LG