ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულმა ძალებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვეს


რუსულმა ძალებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვეს.

ქართულმა მხარემ დაადასტურა ეს ფაქტი.სოფელში რუსმა სამხედროებმა უკანონო ბლოკპოსტი აგვისტოს მოვლენების შემდეგ განათავსეს. აღსანშნავია, რომ ევროკაშირი, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შუამავალი, მოითხოვდა რუსული სამხედრო ძალების გასვლას პერევიდან და ახალგორის რაიონიდან. დღესდღეობით ახალგორის რაიონსა და კოდორის ხეობაში რუსული ძალები კვლავ რჩებიან. ეს ტერიტორიები აგვისტოს ომამდე თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა.

XS
SM
MD
LG