ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ბენაზის ბჰუტოს ვაჟს საპატიო ჯილდო გადასცა


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს ვაჟს დედამისის დამსახურების გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დამცველის პრიზი გადაეცა. ბენაზირ ბჰუტო გასულ წელს კამიკაძის აფეთქების შედეგად დაიღუპა .

ოთხშაბათს მისმა ვაჟმა -ბილავალ ბჰუტო ზარდარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დედამისმა მთელი თავისი ცხოვრება პაკისტანში დემოკრატიის დამყარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლას შესწირა.

ზარდარი აგრეთვე შეეხო იმ გაუხმაურებელი მკვლელობებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დედამისის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში. მისი განცხადებით, ბჰუტოს მთავრობას ძალზე ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი უთხრიდა ძირს.

გაეროს ოფიციალური განცხადებით, ბენაზირ ბჰუტო ერთერთია იმ შვიდ დამსახურებულ ადამიანს შორის,რომლებსაც გაერომ საპატიო წოდება მიანიჭა იმისათვის, რათა ისინი ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიერ მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ.

XS
SM
MD
LG