ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებამ კირკუკში 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ქალქ კირკუკში კამიკაძე ტერორისტის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 45 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის განცხადებით, ბომბი ხუთშაბათს, ხალხმრავალი რესტორნის „აბდულას „ წინ აფეთქდა. აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე ხალხმრავლობა იმან განაპირობა,რომ ქვეყანაში რელიგიური დღესასწაულის ეიდ ალ-ადჰას ბოლო დღე აღინიშნებოდა. ოფიციალური განცხადებით, არ არის გამორიცხული რესტორნის სტუმართა შორის მთავრობის წევრებიც ყოფილიყვნენ.

ეს აფეთქება ერთერთი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტია ბოლო თვეებში მომხდარ ტერორისტულ აქტებს შორის ერაყში. შესაძლოა აფეთქების მიზეზი ისიც იყოს, რომ კირკუკი უახლოეს ხანებში ერაყში თალიბების პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ვიზიტის შესახვედრად ემზადება .

კირკუკი ეთნიკურად შერეული ადგილია და მის ტერიტორიაზე ერაყში მცხოვრები ქურთი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG