ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ წარმომადგენელთა პალატა ავტოინდუსტრიას ფინანსურად დაეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა მრავალმილიარდიანი დახმარების გეგმა ქვეყნის ავტოინდუსტრიის გადასარჩენად.

დემოკრატთა უმრავლესობის მიერ დამტკიცებული ეს კანონპროექტი სენატშიც განიხილება, სადაც მის დამტკიცებას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან. ეს გეგმა ამერიკის სამი ავტოსაწარმოსთვის სესხის გაცემას ითვალისწინებს. აგრეთვე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ფედერალურ დონეზე შეიქმნება თანამდებობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის განვითარებას. წარმომადგენელთა პალატაში დახმარების გეგმა ოთხშაბათს გვიან ღამით, 237 წევრს შორის ხანგრძლივი დებატების შემდეგ 170 ხმით მიიღეს. კანონპროექტის თანახმად, 14მილიარდი დოლარი -სესხის სახით გადაეცემა ამერიკელ მანქანათმწარმოებელ კომპანიებს.

დანარჩენი თანხა მოხმარდება ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, ნაკლებ საწვავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების დანერგვას.

ბუშის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი კანონის კონცეპცია მათთვის მისაღებია.

თუმცა რესპუბლიკელების აზრით, გეგმის მიხედვით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი მანქანათმშენებლობის ბიზნესში რეფორმათა გასატარებლად. რესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ავტოკომპანიები გაკოტრდნენ, მაგრამ ისინი თვლიან,რომ ანალოგიური დახმარება ავტოკომპანიებს შესაძლოა მომავალში ისევ დასჭირდეთ.

გამწვავებული რეცესია ასევე აიძულებს ამერიკულ კომპანიებს, რომ უმუშევრობის შეღავათები გასცენ იმ ადამიანებზე, ვინც სამსახური დაკარგა. ამერიკის შრომის დეპარტამენტის განცხადებით,

გასულ კვირაში უმუშევართა შეღავათებზე მოთხოვნა 58ათასით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG