ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მიღწეულია შეთანხმება ავტოინდუსტრიის კომპანიების დასახმარებლად


ბუშის ადმინისტრაციამ დემოკრატ კანონმდებლებთან შეთანხმებას მიაღწია ამერიკული ავტოინდუსტრიისათვის 15 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფის შესახებ.

ამ გარიგების მიხედვით ჯენერალ მოტორსს და კრაისლერს გაკოტრების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ გადაურიცხავენ ფულს რაც მათ უახლოესი თვეების განმავლობაში გადარჩენის შანსს მისცემს.

კიდევ ერთმა ამერიკულმა ავტოგიგანტმა ფორდმა განაცხადა რომ არ საჭიროებს ნაღდი ფულის სასწრაფო გადარიცხვას და 9 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG