ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილინოისის გუბერნატორი ბარაქ ობამას ადგილის გაყიდვას ცდილობდა სენატში


ჩიკაგოში ილინოისის შტატის გუბერნატორი როდ ბლაგოევიჩი დააპატიმრეს, რომელიც პრეზიდენტად არჩეული ბარაქ ობამას კუთვნილი ადგილის გაყიდვას აპირებდა სენატში. სენატორის ამ განზრახვის შესახებ მისი საუბრების მოსმენის შემდეგ გახდა ცნობილი. ბლაგოევიჩი სასამართლომ 4500 დოლარის გადახდის შემდეგ თავდებში გამოუშვა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ილინოისის შტატის დემოკრატი გუბერნატორი კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში დააპატიმრეს. დაკავებულია მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ ჰარისიც.

როდ ბლაგოევიჩი უარყოფს ამ ბრალდებებს. თუმცა გამოძიებას მისი სატელეფონო სუაბრების ჩანაწერებიდან გამომდინარე მტკიცებულებები გააჩნია.
XS
SM
MD
LG