ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ლავროვმა დასავლეთი გააფრთხილა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს მოსკოვში უცხოელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთს ესმის, რომ ევროპასა და ამერიკას ყოფილ საბჭოთა სივრცეში ლეგიტიმური ინტერესები აქვთ. მაგრამ მან აქვე დასძინა, რომ უცხოეთის ქვეყნებმა ამ რეგიონში ლეგალური, გასაგები და გამჭვირვალე მეთოდები უნდა გამონახონ ურთიერთoბების განსავითარებლად, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუშალონ არსებულ სიტუაციას, რაც კრიზისს იწვევს ხშირად.

რუსმა მინისტრმა ირიბად მოიხსენია აგვისტოს მოვლენები საქართველოში და კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთის წინააღმდეგობას ამერიკის გეგმის მიმართ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG