ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ ათენში ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


გრძელდება არეულობა საბერძნეთში. დღეს დემონსტრანეტებმა პოლიციას ცეცხლგამჩენი ბომბები დაუშინეს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათენის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც საბერძნეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. არეულობა ქვეყანაში პოლიციის მიერ 15 წლის მოზარდის მკვლელობამ გამოიწვია.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციის ოფიცრების ადვოკატის განცხადებით დაღუპულის სხეულზე არსებული ცეცხლსასროლი ჭრილობა ასხლეტილი ტყვიით არის მიყენებული.

თავად პოლიციელები ამტკიცებენ რომ ბრბოს დასაშლელად ჰაერში ისროდნენ, თუმცა ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით სამართალ დამცავები პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ.
XS
SM
MD
LG