ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ერაყიდან თავისი სამხედროების ავღანეთში გადასროლას დაიწყებს


ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ერაყიდან მომავალი წლის მარტში დაიწყებენ გამოსვლას ერაყის ოკუპაციიდან 6 წლის შემდეგ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების თანახმად ლონდონი ბასრაში მდებარე სამხედრო ბაზიდან 4000 ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს. ერაყში მხოლოდ 400-მდე ბრიტანელი მეომარის დატოვებაა დაგეგმილი, რომელბიც ერაყელი ჯარისკაცების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.

ბრიტანეთის ჯარების გადასროლას ავღანეთში აპირებენ იქ მყოფი საერთაშორისო კონტიგენტის მისაშველებლად, რომელსაც სულ უფრო უჭირს ბრძოლა თალიბებთან. ბასრადან გამოსულ ბრიტანელებს ამერიკელი სამხედროები შეცვლიან.
XS
SM
MD
LG