ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძის რეპორტაჟი: გვესაუბრება ექიმი ნიქოზიდან


დღევანდელი რეპორტაჟის მეშვეობით ჩვენ არა საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნილი მოსახლეობის, არამედ საკუთარ სოფელში დაბრუნებული ხალხის მდგომარეობას შევიტყობთ. საინტერესოა, როგორ მოხდა ადამიანების დაბრუნება, იყო თუ არა სხვაობა, ვინ ბრუნდება სახლში. მოხდა ეს ასაკობრივი ნიშნით თუ სხვა კრიტერიუმით. ამის შესახებ სოფელი ნიქოზის მკვიდრი დავით ლომგულაშვილი მოგვახსენებს.

დავით ლომგულაშვილი რაღაც კატეგორია დარჩა ქალაქებში, თბილისში, გორში. ახლა ნიქოზთან საზღვარია. არის მოსახლეობა, ვის ბაღებზეც გავიდა ეს საზღვარი. არიან ჯგუფები, ვინც თბილისში გადაწყიტა დასაქმების პრობლემა, რომელიც აქამდე არ იყო გადაწყვეტილი, ომამდე. ამიტომ ვფიქრობ რომ ისინი არც დაბრუნდებიან. ამიტომ სოფელი შედარებით დაცარიელებულია. იმუნიზაცია ხდებოდა, ბავშვებს ვცრიდით და თუკი აქამდე ამ ასაკის წარმომადგენლები იყვნენ 600-700 კაცი, ახლა 100 ვერ შევაგროვეთ.

- საზღვარი გადის სოფელ ნოქოზთან, ეს სოფელი ცხინვალიდან ზუსტად 500 მეტრშია. ჩვენ ვიცით, რომ ამ სოფელში ცხოვრება ცოტა ხნის წინ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რა მდგომარეობაა დღეს, რამდენად საშიშია დღეს სოფელ ნოქოზში ცხოვრება?

დავით ლომგულაშვილინიქოზში ერთ დღეს მიგვქონდა დახმარება, მაშინ რუსები იდგნენ იქ და როცა შევედით აღმოჩნდა რომ მთელი ხალხი გამოსულია გზაზე და ტირილით ითხოვდა შველას. აღმოჩნდა რომ ოსები არიან შემოსულები სოფელში და ითხოვენ 200 ათასის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ რომ ამ სახლებს დაწვავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ იყვნენ ადამიანები, რომელნიც რუსებს ელაპარაკებოდნენ და ისინი იცავდნენ მოსალხეობას მარადიორობისგან. ამ მხრივ ასეთი ამბები აღარ ხდება და დღეს ნიქოზში დგას სპედანიშნულების რაზმი. მაგრამ ადამიანები მაინც შეშინებულები არიან და ბოლომდე დაცულად ვერ გრძნობენ თავს. ვინც შედის არასამთავრობო ორგანიზაციები, მათაც კი აფრთხილებენ ჩვენი სამართლდამცავები, მათაც ეუბნებიან, რომ 4 საათის შემდეგ იქ აღარავინ გაჩერდეს, რადგან რისკი ჯერ კიდევ არის.

- სამწუხაროდ როგორც ჩანს გარკვეული საფრთხე დღესაც არის. იმედი ვიქონიოთ, რომ გარკვეულ პერიოდში ნიქოზში ცხოვრება აღარ იქნება დაკავშირებული რისკთან.

XS
SM
MD
LG