ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით სიხარულიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდება


საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე თავდაცვის მინისტრად დანიშნა. პარლამენტარი ლაშა ჟვანია ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა. ნიკა რურუამ კი კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავა.

მგალობლიშვილმა ასევე დააკმაყოფილა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანის ალექსანდრე ლომაიას თხოვნა გადადგომის შესახებ.

XS
SM
MD
LG