ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: ინტერვიუ ლადო პაპავასთან


საქართველოს კრიზისულ მოვლენათა კვლევის დამოუკიდებელ ექსპერტთა დროებითმა ჯგუფმა გამოაქვეყნა დასკვნა ”საქართველოს ეკონომიკა - შეცდომები, საფრთხეები და მათი დაძლევის გზები”.დასკვნაში ნათქვამია: ” საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში შექმნილია სიტუაცია, რომელიც დიდი საფრთხეების შემცველია. ეს საფრთხეები იმ შეცდომების შედეგია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ”უხვად” იქნა დაშვებული. შექმნილ ვითარებას მნიშვნელოვნად ამძიმებს რუსული სამხედრო აგრესია. ეს საფრთხეები შესაძლოა გახდეს რუსული ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაციის სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი”.

დასკვნაში კრიზისულ მოვლენათა კვლევის დამოუკიდებელ ექსპერტთა დროებითი ჯგუფი ხელისუფლების შემდეგ შეცდომებს ასახელებს: კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, აქ ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა ”ვარდების რევოლუციის” გზით მოსულმა ხელისუფლებამ ეს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფაა. მესაკუთრეებს ძალოვანი უწყებების ზეწოლით აიძულებდნენ ვითომდა ”ნებაყოფლობით” დაეთმოთ საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ. - საკუთრების უფლების ხელყოფა არასტაბილურობის განცდას ქმნის, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, ნათქვამია დოკუმენტში.

შემდეგ შეცდომად ექსპერტები სახელმწიფო ქონების გასხვისებას ასახელებენ. მათივე განცხადებით 2004 წლიდან დაწყებული მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაცია საქართველოში კანონმდებლობის სრული დარღვევით მიმდინარეობდა.

... კონკურენციის შეზღუდვა, ინფლაციის სტიმულირება მტავრობის მიერ, საბიუჯეტო მანიპულაციები, საქართველოს ეროვნული ბანკის შესუსტება,ევროობლიგაციების ემისია და საგარეო ვალის დამატებით 500მლნ.აშშ დოლარით გაზრდა... ასეთია ქართულ ეკონომიკაში დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი. აღნიშნული დასკვნის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ ბ-ნ ლადო პაპავას მივმართე კითხვით, არის თუ არა დაკავშირებული ინფლაცია საქართველოში მსოფლიოს ფინანსურ კრიზისთან? რაზეც ექსპერტი პასუხობს, რომ ინფლაცია საქართველოში არა მარტო მსოფლიოს ფინანსურ კრიზისთანაა დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG