ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა ინდოეთის ტერაქტების ერთერთი ორგანიზატორი დააკავა


მუმბაიში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორი პაკისტანის ხელსიუფლებამ ერთ-ერთ გასამხედროებულ ბანაკში დააკავა.

პაკისტანის პოლიციამ ზაქი-ურ-რეჰმან ლახვი თავის თანამზრახველებთან ერთად დააპატიმრა ჯამაათ-უდ-დავას კუთვნილ ბანაკში. ეს ჯამაათი ლაშქარ-ი-თაიბას შეაირაღებული დაჯგუფების ბირთვია, რომელსაც ინდოეთი მუმბაის თავდასხმების ორგანიზებაში სდებს ბრალს.

ინდოეთის პოლიციის განცხადების თანახმად ამ ხალხის შესახებ ინფორმაცია მათ ერთადერთმა გადარჩენილმა ტერორისტმა მიაწოდა.

ამ საქმესთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა შემდეგი განცხადება გააკეთა:“ მე გარკვევით ვუთხარი პაკისტანელებს რომ მათი არგუმენტი რომ თავდამსხმელები ხელისუფლებისგან დამოუკდებლად მოქმედებდნენ არ არის გასამართლებლი საბუთი, რადგან როდესაც შენ ტერიტორიას ტერორისტები იყენებენ პასუსმგებლობას ვერავინ გაექცევა.“

თავის მხრივ შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აღნიშნა:“ ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობა გვჭირდება რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან- პაკისტანთან, ინდოეთთან და ავღანეთთან რათა ტერორისტებმა და ექსტრემისტებმა ვერ მოახერხონ ამ ქვეყნებში თავიანთი ბაზების ჩამოყალიბება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას.“

XS
SM
MD
LG