ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებს შორის მომხდარი შეტაკებისას 9 თალიბი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით პოლიციასა და თალიბებს შორის მომხდარი შეტაკებისას 9 თალიბი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა. თალიბებმა პოლიციის განყოფილებაზე ტავდასხმა ჰელმანდის პროვინციაში მოახდინეს.

ამ პროვინციის გუბერნატორის განცხადებით პოლიციამ ორი თალიბის დატყვევება შესძლო. ამასობაში ამერიკელმა სამხდროებმა ქაბულის მახლობლად სამი მოტარეშე გაანადგურეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში პარტიზანებთან შეტაკების შედეგად ავღანეთის არმიის 5 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით მომავალი წლის დასაწყისში ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნაა დაგეგმილი რომლებსაც ქაბულის მახლობლად განალაგებენ.

XS
SM
MD
LG