ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ვეტერანთა საქმეების მდივნის პოსტზე ბუშის ადმინისტრაციის მძაფრი მაკრიტიკებელი დაასახელა


ბარაკ ობამამ ვეტერანთა საქმეების მდივნის პოსტზე ბუშის ადმინისტრაციის მძაფრი მაკრიტიკებელი დაასახელა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა ბარაკ ობამამ დღეს ვეტერანთა საქმეების მდივნის პთანამდებობაზე ბუშის ადმინისტრაციის მძაფრი მაკრიტიკებელი, ადამდგარი გენერალი ერიკ შინსეკი დაასახელა. ბატონმა ობამამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით შინსეკი სწორედ ის კაცია, რომელიც შინ დაბრუნებული, ვალმოხდილი სამხედროების პრობლემებს გულისხმიერად მოეკიდება. გენერალი შინსეკი ბუშის ადმინისტრაციამ იმის გამო გადააყენა, რომ გენერალი მაშინდელ თავდაცვის მდივანს ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ერაყში შესაჭრელად ამერიკას იმაზე მეტი ჯარისკაცი ესაჭიროება, ვიდრე მდივანი თვლიდა. ობამა თვლის, რომ შინსეკი მართალი იყო. იაპონური წარმოშობის გენერალი ჰავაის კუნძულებზე გაიზარდა. კონგრესის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში იგი შეერტებული შტატების ისტორიაში პირველი აზიური წარმოშობის ვეტერანტა საქმეების მდივანი გახდება.

XS
SM
MD
LG