ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


განაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯონ კუფუორი პოსტზე რვა წლის განმავლობაში იმყოფებოდა და მას არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. მოელიან, რომ ძირითადი ბრძოლა პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენელ ნანა აკუფო ადოსა და ყოფილი პრეზიდენტის ჯერი როულინგის მიერ დაარსებული პარტიის ეროვნულ-დემოკრატიული კონგრესის წევრს ჯონ ატტა მაილსს შორის მოხდება. პარალელურად ასევე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმსაციის თანახმად, არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს. თუ ასე გაგრძელდა განა ის იშვიათი გამონაკლისი იქნება აფრიკაში, სადაც უკვე მეორედ ხდება ძალაუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

XS
SM
MD
LG