ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პროგრესი შეინიშნება


კოსოვომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა 2008 წლის თებერვალში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, წერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიში. იქ გამოიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს, აწესებს მმარველობის ინსტიტუტებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს. კოსოვოს ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უზრუნველყო სამოქალაქო კადრებით დაკომპლექტებული უშიშროების აპარატი და კოსოვოს პასპორტების გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ კოსოვოს წარმატებამ შესაძლებელი გახადა იქ გაეროს მისიის შემადგენლობის შემცირება და ამასთან კანონის უზენაესობის მაკოორდინირებელი უწყების გადატანა ევროკავშირის ოფისისის შემადგენლობაში, რომელიც ეულექსის სახელით არის ცნობილი.

ეულექსის განლაგება კოსოვოს ტერიტორიაზე, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილობას შეუწყობს ხელს. აშშ მხარს უჭერს ეულექსის მისიას კოსოვოში და იქ ოთხმოც თანამშრომელს, მათ შორის მოსამართლეებს, პროკურორებს და პოლიციელებს მიავლენს. ეულექსის განლაგება ასევე უზრუნველყოფს ერთიანი საბაჟო რეჟიმისა და პოლიციის ერთიანი სისტემის განვითარებას.

ამერიკა მიესალმება კოსოვოს მთავრობის მიერ ეულექსის მისიის სწრაფ და ეფექტურ დაშვებას ქვეყანაში. ყველა ის, ვისაც კოსოვოს მომავალში გარკვეული ინტერესი აქვს, წვლილი უნდა შეიტანოს ეულექსის მისიის წარმატებაში. ეს კი თავის მხრივ იმის წინაპირობას შექმნის, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის სერბი მოსახლეობა, კოსოვოში დაბრუნდება.

აშშ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის განცხადებით, ამერიკა სერბეთის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ” ამერიკა მოუთმენლად ელის იმ დროს როცა სერბეთი და კოსოვო, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები ევროპულ ოჯახში ერთად იცხოვრებენ.“, თქვა მან.

XS
SM
MD
LG