ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები იმედგაცრუებულები დარჩნენ


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის საჭირო რეფორმებს ასახელებს. აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება რეფორმებს თავდაცვისა და პოლიტიკურ სფეროებში და პირობას დებს, რომ ამ პროცესში საქართველოს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

- რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდება ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები ასევე ყოველწლიურად განიხილავენ, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი..

- სამი დღეა საქართველო ნატოს მინისტერიალის შედეგზე მსჯელობს, რომელიც არ შეიძლება ითქვას, რომ იყო ქართველი ხალხისთვის მოულოდნელი. როგორ შეფასებას აძლევენ ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები?

- კომენტარისთვის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ადამიანის უფლებების დამცველს გიორგი კერვალიშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთმა თავის მიერ დეკლარირებული ღირებულებები საქართველოში ვერ დაიცვა.

XS
SM
MD
LG