ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ავტოინდუსტრია დაღმასვლის გზაზეა


იმ მიზნით,რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული 34 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღონ, ამერიკის მანქანათმშენებლობის სამი მსხვილი საწარმო პირობას სდებს, რომ წარმოებების საქმიანობას სამომავლოდ ააღორძინებს.

დღეს კრაისლერის, ფორდისა და ჯენერალ მოტორსის აღმასრულებელი თანამდებობის პირები ამერიკის კონგრესმენთა წინაშე წარსდგებიან. ისინი კანონმდებლებს იმ გეგმებსა და სავარაუდო გაკოტრების პროგნოზებს გააცნობენ, რის წინაშეც მათი კომპანიები იმ შემთხვევაში აღმოჩნდებიან, თუ სახელმწიფო მათ დახმარებას არ გაუწევს. ფორდის საწარმოს პრეზიდენტის ალენ მულალის განცხადებით, იგი ეთანხმება კანონმდებლების იმ აზრს, რომ მანქანათმშენებელი კომპანიების საქმიანობაში ცვლილებები აუცილებლად უნდა გატარდეს. ჯენერალ მოტორსის კორპორაციის პრეზიდენტი რიკ ვაგონერი აცხადებს,რომ მისი კომპანია უფრო მეტად შემოსავლიანი გახდება მას მერე,რაც საწარმოში ახალი ტექონოლოგიები დაინერგება და ნაკლებ საწვავზე მომუშავე ავტომობილების სერიული წარმოება დაიწყება.

სენატის საბანკო კომიტეტის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რიჩარდ შელბიმ მხარი არ დაუჭირა მანქანათმშენებელ საწარმოთა დახმარების გეგმას. მისი აზრით, არაა გამორიცხული ეს გეგმა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს.

ამერიკის ავტოინდუსტრიაში მსგავსი დაღმასვლა ეკონომიკის კრიზისმა და კრედიტების სიმრავლემ განაპირობა.

XS
SM
MD
LG