ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ბანკები საპროცენტო განაკვეთს ამცირებენ


ევროპის ორი უმსხვილესი ბანკი ეკონომიკური კრიზისისგან ტავდაცვის მიზნით საპროცენტო განაკვეთს ამცირებს. ბენკ ოფ ინგლანდმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინტერესის შეკვეცის შესახებ დღეს განაცხადებენ. გუშინ რუსეთის ახალი ამბების სააგენტომ გაავცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი კომერციული ბანკებისთვის თერთმეტი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობა ზოგი ბანკისგან იპოთეკური სესხების ფონდების ყიდვას აპირებს. ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გუშინ ერთი პროცენტით შეამცირა. ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკმა კი განაკვეთი, ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ერთ ნახევარი პროცენტით შეკვეცა.

XS
SM
MD
LG