ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბდი არ დაუშვებს ტერორიზმის პაკისტანში გავრცელებას


პაკისტანის პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის იყოს გამოყენებული.ეს განცხადება მა კონდოლიზა რაისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან დაარწმუნა აშშ- ის სახელმწიფო მდივანი, რომ პაკისტანი მკაცრ ზომებს მიიღებს მუმბაის ტერორისტული აქტის ორგანიზებაში მონაწილეების წინააღმდეგ.

კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ისლამაბადი განწყობილია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და პაკისტანის მთავრობა აანალიზებს ტერორიზმის საშიშროებას.

“მართალი გითხრათ ამ დღეების მანძილზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მე მხოლოდ კონსტრუქციული და საკმაოდ გონივრული დისკუსიები მესმოდა, როგორც ინდოეთის ისე პაკისტანის მხრიდან .“

განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ისლამაბადში ჩასვლამდე სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პაკისტანს მკაცრი რეაქცია მიეცა მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მანამდე კი მოლაპარაკებებს იგი დელიში ინდოეთის მთავრობასთან მართავდა.


XS
SM
MD
LG