ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოში გამართული  მოლაპარაკებების შემდეგ, სამი ქვეყნის წარგზავნილმა განცხადება გააკეთა

აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარგზავნილებმა, განაცხადეს, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ ჩრდილოეთ კორეისგან, რომ ბირთვულ ობიექტებზე ინსპექტორები შეუშვან სინჯების ასაღებად, რათა დაადასტურონ ჩრდილოეთ კორეის გნცხადება ბირთვული პროგრამის დახურვის შესახებ.

დღეს ტოკიოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სამი ქვეყნის წარგზავნილმა განცხადება გააკეთა, რომ ისინი გამოაქვეყნებენ დოკუმენტს, რომელიც დეტალურად ასახავს სინჯების აღების საკითხს.

აკიტაკა საიკი, რომელიც იაპონიის სახელით ბირთვულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა თავის ამერიკელ კოლეგასთან კრისტოფერ ჰილთან და კორეელ კოლეგასთან კიმ სუუკთან , რომ იმისათვის რომ დარწმუნდნენ რომ პხენიანმა გააჩერა ბირთვული პროგრამა, აუცილებელია ამ ობიექტებიდან სინჯების აღება. მისივე განცხადებით ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლის პეკინში შეხვედრაზე ისინი წარადგენენ თავის მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG