ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა  განაგრძობს თავისი კაბინეტის დაკომპლექტებას


აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა განაგრძობს თავისი კაბინეტის დაკომპლექტებას. გუშინ ფილადელფიაში იგი შეხვდა გუბერნატორებს სხვადასხვა შტატებიდან

დღეს ბარაკ ობამამ ჩიკაგოში პრესსკონფერენციაზე ნიუ მქსიკოს გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი დაასახელა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე. ბილ რიჩარდსონი ყოფილი დემოკრატი კანდიდატია წარსულ საპრეზიდენტო არჩევნებში , იგი აგრეთვე აშშ-ს ელჩი იყო გაეროში და ენერგეტიკის მინისტრი. ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ბილ რიჩარდსონისთვის ძალზედ საპასუხისმგებლო იქნება ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში.

დღეს აგრეთვე დაგეგმილია ობამას გუნდის წევრების შეხვედრა გადამდგარ გენერალებთან და ადმირალებთან. ყოფილი მაღალჩინოსნები გარდამავალ გუნდს, მოუწოდებენ გააუქმონ დაკითხვის სასტიკი ზომები, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიმართავს.

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა განაგრძობს თავისი კაბინეტის დაკომპლექტებას. გუშინ ფილადელფიაში იგი შეხვდა გუბერნატორებს სხვადასხვა შტატებიდან დღეს ბარაკ ობამამ ჩიკაგოში პრესსკონფერენციაზე ნიუ მქსიკოს გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი დაასახელა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე. ბილ რიჩარდსონი ყოფილი დემოკრატი კანდიდატია წარსულ საპრეზიდენტო არჩევნებში , იგი აგრეთვე აშშ-ს ელჩი იყო გაეროში და ენერგეტიკის მინისტრი. ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ბილ რიჩარდსონისთვის ძალზედ საპასუხისმგებლო იქნება ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში.

დღეს აგრეთვე დაგეგმილია ობამას გუნდის წევრების შეხვედრა გადამდგარ გენერალებთან და ადმირალებთან. ყოფილი მაღალჩინოსნები გარდამავალ გუნდს, მოუწოდებენ გააუქმონ დაკითხვის სასტიკი ზომები, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიმართავს.

XS
SM
MD
LG