ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 20-ზე მეტი პიროვნების გადაცემა მოთხოვა


ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 20-ზე მეტი პიროვნების გადაცემა მოთხოვა, რომლებიც ამჟამად პაკისტანში ცხოვრობენ.

აკისტანის ელჩი ამასთან დაკავშირებით ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და შესაბამისი წერილი გადასცეს.

ეჭვმიტანილთა შორისაა დავუდ იბრაჰიმი, რომელიც 1993 წელს მუმბაიში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორი იყო. მაშინ ინდოეთის ამ ქალაქში მომხდარ აფეთქებებს 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინდოეთი პაკისტანისგან მუმბაიში ახლახანს მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორთა დასჯას მოითხოვს. ამ თავდასხმის დროს 175 ადამიანი, მათ შორის 18 უცხოელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG