დღეს ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდა აღინიშნებოდა, მაშინ როდესაც აზიის აქციებმა დღეს კლება განიცადეს. ამ დროისათვის აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ჯერჯერობით.მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
აზიის საფონდო ბირჟების დაცემას უკავშირებენ გაეროს პროგნოზსს რომელიც მომავალ წელს გლობალურ რეცესიაზე მიუთითებს. აგრეთვე დაეცა ფასები ნავთობზე. სამი წლის განმავლიბაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
იაპონიაში ნიკეის ინდექსმა 6%-ით, ხოლო ჰონგ კონგის ჰანგ სინგის მაჩვებელმა 11%-ით დაიკლო. ევროპის ბირჟები გაიხსნა ერთ პროცენტიანი მატებით, ხოლო დღის ბოლოს კიდევ ერთი პროცენტით მოიმატა აქციების ფასმა.
დღეს ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა საკრედიტო განაკვეთი იმაზე მეტად რაც მოსალოდნელი იყო მანამდე. ეს ქმედება მიმართული იყო მომხმარებლისა და ბიზნესის წასახალისებლად.ოთხი თვის განმავლობაში ავსტრალიაში უკვე მეოთხეჯერ ამცირებენ საკრედიტო განაკვეთს.რეცესია რომელიც აშშ-ში. აზიასა და ევროპაში შეიმჩნევა ავსტრალიას ჯერ არ შეხებია, მაგრამ აშკარაა ეკონომიკის დაღმავლობა გასული თვეების მანძილზე.