ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჯორჯიას შტატში სენატორის არჩევნები ტარდება


დღეს ჯორჯიას შტატში სენატორის არჩევნები ტარდება, რომელიც განსაზღვრავს მომავალ სენატში დემოკრატიული პარტიის კონტროლის გაძლიერებას.

საქსბი ჩემბლისი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს არჩევნებში ფავორიტად ითვლება.მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დემოკრატებმა გაიმარჯვეს მაშინ სენატში ძალთა თანაფარდობა სამოცი ორმოცის წინააღმდეგ დემოკრატების სასარგებლოდ იქნება.

ესეთი ძალთა თანაფარდობა სენატში დემოკრატებს საშუალებას აძლევს რესპუბლიკელების მიერ კანონპროექტების დაბლოკვას შეუშალოს ხელი.ამ დროისათვის დემოკრატებს 58 ადგილი აქვთ სენატში, მიმდინარეობს ხმების გადათვლა მინესოტას შტატში.

XS
SM
MD
LG