დისკუსიები კონფლიქტის თემაზე ჯერ ისევ სატელევიზიო მედიის, იგულისხმება სამი ნაციონალური ტელეარხის ეთერს მიღმა მიმდინარეობს. როგორც, ამ ტელეარხების
ხელმძღვანელები
და
ასევე
ხელისუფლების
წარმომადგენლები
პირდებიან
მაყურებელს,
პოლიტიკური
დებატები
დეკემბრის
თვეში
დაიწყება.
მანამდე
კი
დისკუსია
ისევ
პატარა
დახურულ
სივრცეში,
სხვადასხვა
არასამთავრობო
ორგანიზაციებში
მიმდინარეობს.
საზოგადეობა
თვლის,
რომ
დაშვებული
შეცდომები
არ
იქნა
სათანადოდ
გაანალიზებული
და
ამიტომ
ამ
საკითხებზე
საუბარს
არ
წყვეტს.
რამდენიმე
ხნის
წინ
საგარეო
პოლიტიკის
ექსპერტი
შალვა
ფიჩხაძის
მოხსენება,
სწორედ
ამ
საკითხებს
ეხებოდა.
გთავაზობთ
ნაწყვეტს
მოხსენებიდან:
შალვა ფიჩხაძე – ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებდა, არც თუ ისე, სწორ პოლიტიკას კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ის ხშირად თავას თავს არიდებდა პირდაპირ ურთიერთობას აფხაზურ მხარესთან. ხშირად იყო კონსტურქციული შეთავაზებებიც, მაგრამ ისინი ისეთი ფორმით მიეწოდება აფხაზურ მხარეს, რომ მოსალოდნელია რომ მათგან ვიღებდით უარს. ასეთი კონსტრუქციული წინადადებები ჟღერდება ჯერ საჯაროდ ჩვენთან და შემდეგ პრეზენტაციისთვის მიდის რომელიმე დასავლურ ფორუმზე. სისტემატიურ რეჟიმში კი ჩვენ გვქონდა საომარი რიტორიკა და სრულიად გაუწონასწორებელი გამონათქვამები და დამოკიდებულება. ჩვენ საკუთარი ხელით დავაახლოვეთ უფრო მეტად აფხაზები რუსებთან. დღეს ამბობენ რომ აფხაზები თავს იკავებენ ჩვენთან ურთიერთობაზე – ეს გასაკვირი არ არის, რადგან აქედან მათ ძირითადად შეურაწმყოფელი რიტორიკა მმისდით.
ეს ურთიერთობის სტილი უნდა შეიცვალოს, აფხაზების მიმართ ჩვენ არ უნდა გვქონდეს მენტორული ტონი, უფროსი ძმის სტილი - ისინი თანასწორუფლებიან რეჟიმში უნდა ჩავაყენოთ. რაც შეეხება ოსეთს, ვფიქრობ მომხდარის შემდეგ ძალზედ გაჭირდება ახალი იარების მოშუშება და ახლა პრორუსული განწყობები საგრძნობლად არის გაზრდილი და დღეს არც კი ვიცი, როგორი გამოსავალი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაშიარ შეცვლილა და პრაქტიკულად იგივე დარჩა. ამიტომ მსგავსი დისკუსიების წარმოება და დაშვებულ შეცდომებზე საუბარი შესაძლებელია ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდეს, იმისათვის, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართული საზოგადოება ურთიერთობის ერთ მოდელზე შეთანხმდეს და გადაწყვიტოს, როგორ უნდა იურთიერთოს აფხაზ და ოს მოსახლეობასთან.