ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება


ტაილანდში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილებმა ქვეყნის დედაქალაქის ორი აეროპორტის პიკეტირება გააძლიერეს. შედეგად ას ათასამდე ადამიანს უფერხდება მგზავრობა. დემონსტრაციის მოთავე სახალხო დემოკრატიული ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ისინი გასული აგვისტოს შემდეგ მოპრეოტესტეების მიერ დაკავებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის დატოვებას აპირებენ, იმის გამო, რომ მათზე თავდასხმები სულ უფრო ხშირდება. გუშინ პრემიერის ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა ორმოცდაცხრა ადამიანი. დემონსტრაციის მონაწილეები ტაილანდის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG