ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაიში მომხდარ ტერაქტს,ინდოეთის რამდენიმე  მაღალჩინოსანის სკამი შეეწირა


ცნობილი გახდა, რომ მუმბაიში მომხდარი ტერაქტის გამო, მაჰარაშტრას შტატის პირველი მინისტრი ვილასრაო დეშმუხი აპირებს გადადგომას. ამის შესახებ მან დღეს მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. პირველი მინისტრის თქმით იგი ახლა მხოლოდ მისი პარტიის ხელმძღვანელობის თანხმობას ელის. დეშმუხის მოადგილე უკვე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. გუშინ თანამდებობიდან ასევე გადადგა ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შივრაჯ პატილი. ეს პოსტი ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა პალანიაპან ჩიდამბარამმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მუმბაიში ტერორისტებმა 175 კაცი, მათ შორის 10 უცხოელი მოკლეს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ტერორიზმთან ბრძოლის ძალების გაფართოებას აპირებს.

XS
SM
MD
LG