ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს ბარაკ ობამა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს დაასახელებს


აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ოფიციალური პირების განცხადებით ორშაბათს ბარაკ ობამა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს დაასახელებს.

ორშაბათს აგრეთვე ობამა რობერტ გეიტსის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის შენარჩუნებაზეც გააკეტებს განცხადებას. მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში ობამას ადმინისტრაციაში იქნება გადამდგარი საზღვაო ქვეითი ჯარის გენერალი ჯიმ ჯონსი.

კლინტონის კანდიდატურის ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე დასახელებას წინ უსწრებდა ბილ კლინტონის ფონდისა და მისი დონორების სახელების შემოწმება, რათა არ მომხდარიყო ინტერესტთა კონფლიქტი.

XS
SM
MD
LG