ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის  არჩევნების შედეგად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირება ჩაცხრა


ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯოსიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირება ჩაცხრა. დღეს საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს დილით ქალაქში სიწყნარეა. მუსლიმები კი აცხადებენ, რომ ქალაქის მეჩეთში შეტაკებებში დაღუპულთა ოთხასი გვამი მიიტანეს. ქრისტიანთა მხარეს დაღუპულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. რეგიონის ხელისუფლებამ ოცდაოთხ საათიანი კომენდანტის საათი შემოიღო და ჯარს სროლის უფლება მისცა.

XS
SM
MD
LG