ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა  გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება


ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრმა შივრაჯ პატილმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. გადაწყვეთილება გადადგომის შესახემ პატილმა მას შემდეგ გააკეთა რაც შაბათს კონგრესის მმართველი პარტიის სხდომაზე იგი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც ინდოეთის მედია იუწყება, ინდოეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ნარაიანანმაც შაბათს თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება. ბოლო მონაცემებით დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა მუმბაიში განხორციელებული ტერაქტის შედეგად . ოფიციალური პირების განცხადებით 10 თავდამსხმელი მოჰკლეს ერთი ტერორისტი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია. წინასწარი მონაცემებით იგი პაკისტანის მოქალაქეა. მათივე განცხადებით ტერორისტებს დაგეგმილი ჰქონდათ და ამასთან საკმარისი შეიარაღებაც ჰქონდათ რათა 5000 ადამიანი მოეკლათ.

ინდოეთის ძალოვნები ცდილობენ იმის დადგენაას თუ რომელი ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზებიტ განხორციელდა მუმბაის ტრაგედია.

XS
SM
MD
LG